არჩევნები 2024

ბუაძე ანტიკორუფციულზე: შერჩევითი მონიტორინგით ცდილობენ პოლიტიკური პარტიების შევიწროვებას

ანტიკორუფციული ბიურო ამ ფორმით, პრემიერმინისტრის დაქვემდებარების ქვეშ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი.

ეს არის, მათ შორის რუსული კანონის და მისი სულისკვეთების გატარების ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს რომ შეავიწროვოს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომელიც ცდილობს, რომ შეავიწროვოს პოლიტიკური პარტიები და რომელიც, ცალსახად მოქმედებს შერჩევითად.

[…] ეს არის უწყება, რომელიც ფაქტობრივად არაფერს აკეთებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მაგრამ მოქმედებს მმართველ პარტიასთან შეთანხმებით იმისათვის, რომ შეავიწროვოს პოლიტიკური პარტიები, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და აწარმოოს შერჩევითი მონიტორინგი, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ.

თქვა, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, საბა ბუაძემ. 

გუშინ, 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, მოძრაობა აირჩიე ევროპა და მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.

კომენტარები