აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრება. აშშ-ს მთელი არმია აკვირდება და ელოდება. ირანმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რომლებიც წარუმატებელი იყო, მაგრამ ისინი კიდევ შეეცდებიან". - წერს ტრამპი.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში უფრო მეტი შეიარაღებული პირებით არის გარშემორტყმული, ვიდრე მანამდე. გავრცელებულ პოსტში ტრამპი ასევე აშშ-ს კონგრესს, საიდუმლო სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდისთვის, მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებას ორივე პარტიაში მოწინააღმდეგე არ ჰყოლია.
"ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმა სიკვდილის სურვილია თავდამსხმელისთვის". - დაამატა ტრამპმა.