დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IRGC-ის თქმით, "ისრაელთან კოლაბორაციისთვის" ირანში 12 პირი დააკავეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები, 2023 წლის 24 ნოემბერი.  
MORTEZA NIKOUBAZL / NURPHOTO / GETTY

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ისრაელთან თანამშრომლობისა და ირანის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებების დაგეგმვისთვის 12 პირი დააკავეს.

"მაშინ, როცა სიონისტურმა რეჟიმმა [ისრაელმა] და მათმა დასავლელმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი აშშ-მ, ღაზისა და ლიბანის ხალხის წინააღმდეგ მათ ბოროტ მიზნებში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ დაგეგმილი რიგი ქმედებებით, ცდილობენ, ირანში კრიზისი გაავრცელონ". - წერია IRGC-ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანის ექვს სხვადასხვა პროვინციაში გარკვეული ქსელის 12 აგენტი დააკავეს.

კომენტარები