ქვეყანა და ხალხი, რომელმაც შეძლო, გაეძლო და მყარად დახვედროდა თანამედროვეობის ყველაზე სასტიკ იარაღს - დეზინფორმაციას. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული ცრუ და ფაშისტური კამპანია და ამ დეზინფორმაციაზე გამარჯვება იყო - ჩვენი გამარჯვება.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მეგობრებო, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევების მცდელობები. უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები.
ამ ყველაფრით ზემოქმედების მცდელობაა ქართველ ამომრჩეველზე. თუმცა, საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რომელსაც სიმართლე და ღირსება ჰქვია.





