არჩევნები 2024

ენმ: ოჯახებს პირველ შვილზე 1 წელი თვეში 500₾ გადაეცემათ, მეორეზე - 1000, მესამეზე - 1500

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ბევრი წყვილი უარს ამბობს ბავშვის გაჩენაზე".

ამიტომ, გამარჯვების შემთხვევაში, გაერთიანება 1 წლის განმავლობაში მშობლებს ყოველთვიურ ფულად მხარდაჭერას პირდება. მათი მტკიცებით, პირველ შვილზე ოჯახები 500 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად, მეორეზე - 1000 ლარს, ხოლო მესამე და მომდევნო შვილზე - 1500 ლარს.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ ასევე ირწმუნება, რომ სკოლებში "უფასო კვებას დანერგავს".

კომენტარები