მინდა, მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რაც გორში ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა [...] ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პროცესის შესახებ სწორედ გორში გაჟღერდა, იმიტომ რომ კონფლიქტის შემდეგ, ჩვენი გაყინული ურთიერთობები რომ გალღვეს, აუცილებელია, ეს ურთიერთობები შეიქმნას და დაიწყოს. სწორედ ეს გზავნილი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაახლოება უნდა შევძლოთ. ძლიერ, ვაჟკაც და გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ დანაშაული აღიარონ და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ, ერთმანეთს მივუტევოთ და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება [...] სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.
tbl.ge/6wkb
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას ხალხის ძალის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ივანიშვილმა თქვა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ამავე თემაზე
- სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო
- იოსელიანი: 2025 წელს აქციებზე დაკავებული 573 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302
- Amnesty International საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ოცნებას დემონსტრაციებზე კანონების გადახედვისკენ მოუწოდა
- მახაშვილი ელჩებს: თქვენი შესაჭრელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ სჭირს




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)