ალექსანდრ ლუკაშენკომ ბოლო პერიოდში მესამედ პოლიტპატიმრები შეიწყალა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებები 37-მა პატიმარმა დატოვა, მათ შორის 6 ქალის. პოლიტპატიმრების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე ლუკაშენკომ 2020 წლის პროტესტების 97 მონაწილე შეიწყალა.
მიუხედავად ამისა პატიმრობაში ათასობით ადამიანი რჩება, გარდა ამისა, ბოლო 3 თვეში საპროტესტო აქციების 200-მდე მონაწილე დააპატიმრეს.
თავად ლუკაშენკო პატიმრების შეწყალება ამ სიტყვებით ახსნა:
"ვიღაც ავად გახდა, ვიღაც სასეირნოდ ვერ გადიოდა. ზოგი საერთოდ აღარ წარმოადგენს საშიშროებას. [...] აი ასეთი ხალხი ვნახეთ. რატომ უნდა გვეკვება სახელმწიფოს ხარჯზე? გავუშვით. ისინი სამართალდამცავების კონტროლქვეშ რჩებიან.
2020 წელს, ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 5000 ადამიანი გაასამართლეს, აქედან დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია ვესნამ 1300 პოლიტპატიმრად ცნო.





