არჩევნები 2024

თამაზ გინტურის ძმა ივანიშვილზე: ომში დაღუპული გმირების მშობლებს რა პასუხი უნდა გასცენ?

2008 წლის ომში დაღუპული გმირების მშობლებს რა პასუხი უნდა გასცენ? გუშინ რომ ამბობს [ივანიშვილი], ბოდიში უნდა მოვუხადოთო, ვინ მოუხდის ბოდიშს? 2008 წელში რუსეთმა დაიწყო ომი და მათ უნდა მოგვიხადონ ბოდიში, რომ ამდენი გმირი დაგვიხოცეს. 

შარშან, 26 ნოემბერს, ჩემი ძმა მოკლეს სოფელ კირბალში, ეკლესიის ეზოში. ეს რა მშვიდობაა?!

ივანიშვილმა თავის გამოსვლით რუსები და ოსები გაახარა. უნდა რუსებთან შეერთება და რუსეთის ჭაობში საქართველოს ჩახრჩობა. 

ამბობს ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული თამაზ გინტუტის ძმა, ნიკოლოზ გინტური მთავართან. 

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

კომენტარები