რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ 13 სექტემბრის ღამეს 24 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

13 სექტემბრის ღამეს, უკრაინამ საჰაერო თავდაცვით ბრძოლის მსვლელობისას 24 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

"მეტოქემ უკრაინის ტერიტორიაზე შაჰედის ტიპის 26 დრონით იერიში მიიტანა. საჰაერო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 24 უპილოტო საფრენი აპარატი. 9:00 საათის მონაცემებით კიდევ ერთი დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფება, საბრძოლო სამუშაოები გრძელდება". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებაში მონაწილეობდა მობილური ცეცხლი ჯგუფები და უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები.

დრონები პრიმორო-ახტარსკისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ააფრინეს.

საჰაერო ბრძოლა ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკისა და ივანო-ფარნკოვსკის რეგიონებში მიმდინარეობდა.

რუსეთის უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები