რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 44 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 12 სექტემბრის ღამეს, რუსული საჰაერო იერიში მოიგერია.

სულ უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა 69 საჰაერო იერიშის საშუალება გამოიყენა, აქედან, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 44 შაჰედის ტიპის დრონი გაანადგურა.

"2024 წლის 12 სექტემბრის ღამეს, საჰაერო ძალებმა აღმოაჩინა 69 მფრინავი ობიექტი:

  • მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/69;
  • 2 ფრთოსანი რაკეტა X-22/32;
  • 64 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;

მეტოქის საჰაერო იერიშის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, მობილური ცეცხლის ჯგუფები და რადიო ელექტრო თავდაცვის ქვედანაყოფები". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

უწყების მონაცემებით 4 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ხოლო 3 უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა კიევის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიროვგრადის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში მუშაობდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები