არჩევნები 2024

ვოლსკი: ივანიშვილს საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია

ლიდერმა თავისი ლიდერობა დააფიქსირა - არის სიის პირველი ნომერი. მას ამ ქვეყნისთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია და არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია [...] აქედან გამომდინარე, ეს კითხვები, ინსინუაციები, მოსაზრებები, რომ სიაში ყოფნა ამისთვის სჭირდება, იმისთვის სჭირდება, სანქციებისთვის თავის ასარიდებლად სჭირდება, ჰაერიდან მოტანილი თემაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა მას არც არანაირი დასასანქცირებელი სჭირს რამე და არც მისი ლიდერობით ქართულ ოცნებას არასოდეს არ გადაუდგამს იოტისოდენა ნაბიჯიც კი საქართველოს წინააღმდეგ. 2012 წლიდან მოყოლებული ქართულ ოცნებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ისეთი, რაც რუსეთს რაიმე უპირატესობას აძლევს სამხრეთ კავკასიაში.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს. ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერია

კომენტარები