ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში მოკლულია ჰამასის სამი უფროსი მეთაური. IDF-ის მიხედვით, ტერორისტები თავს ჰუმანიტარულ თავშესაფარს აფარებდნენ.
"აღნიშნული ტერიტორისტები პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას 7 ოქტომბრის სასაკლაოს მოწყობაში და მას შემდეგ სხვადასხვა ტერიროსტიულ აქტივობებში იყვნენ ჩართული" – წერია განცხადებაში.
ღაზის სამოქალაქო საგენგებო სამსახურის მიხედვით, ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 65 ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალები უარყოფს ჰამასის მიერ კონტროლიერებული სამსახურის მონაცემებს და ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება ისრაელის მიერ გამოყენებულ საბრძოლო მასალას და თავდასხმის სიზუსტეს.





