ლარი დოლართან 0.14 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.73 თეთრით გამყარდა. 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6949 ლარია, ერთი ევროსი - 2.9752 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





