აშშ-საქართველო

ჰელსინკის კომისია: MEGOBARI აქტის მიზანია, ქართველებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს

აშშ-ს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებს მხარს უჭერს.

"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების მიღწევისთვის მუშაობენ.

MEGOBARI აქტი შექმნილია, რათა ქართველ ხალხს გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდაჭერა გაუწიოს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ველით წარმომადგენელთა პალატაში მის [აქტის] გატარებას". - წერია კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI აქტი მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. ის ინიციირებულია კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ. ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.

კომენტარები