თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) 20 მიზანზე იერიში მიიტანა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად PKK-ის ბევრი მებრძოლი დაიღუპა.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები ერაყში, PKK-ის ასოსის, გარას, ჰაკურკის, მეტინას, ქანდილის და ზაპის ბაზებზე მიიტანეს.
X-ზე გავრცელებულ პოსტში, თავდაცვის სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ ბაზები მოწყობილი იყო გამოქვაბულებში, თავშესაფრებში, ბუნკერებსა და საწყობებში.
ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს, ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში ჰყავთ შეყვანილი.





