მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ეკლესიაში მე არ მომწონს კორუფცია და მსგავსი რაღაცები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ქართველი ერის ცხოვრებაში, საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაში ჰქონდა და აქვს განსაკუთრებული ადგილი.
რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო მანიპულაციებისთვის სჭირდება ქართულ ოცნებას ახლა ჩვენი ეკლესიის რაღაც განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი.
ხაზარაძის განცხადებაში ითქვა და მეც ვეთანხმები, რომ გვითხრან, რისი ჩაწერა უნდათ კონსტიტუციურ შეთანხმებაში, ან კონსტიტუციაში და ის თუ ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლოა, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ.





