რუსული კანონი

ლინკევიჩუსი: პარალელები უნდა გავავლოთ ბელარუსთან, შესაძლოა ეს დაემუქროს საქართველოს

ქართული ოცნება დიდი ხანია ასე იქცევა და არაფერი განსაკუთრებულად ახალი არ ხდება - ახალი ისაა, რომ არჩევნები ახლოვდება.

თუ ისინი აკრძალავენ პოლიტიკურ ოპონენტებს, უცხოური აგენტების კანონი გახდება უფრო აქტიური და ეს სრულიად შეცვლის ვითარებას და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი კითხვა იქნება - რა ქნან.

სავარაუდოდ დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკითხავი იქნება, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორ გავაგრძელოთ მხარდაჭერა, დიალოგი.

სამწუხაროდ, პარალელები უნდა გავავლოთ ბელარუსთან, სადაც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მთელი ოპოზიცია გაძევებულია - ციხეში ან დევნილობაში.

იმედი მაქვს, ამ დონემდე არ მივალთ, მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე წინასწარი განცხადებები - შესაძლოა ეს დაემუქროს საქართველოს არჩევნების შემდეგ, თუ შედეგები მათი გეგმის მიხედვით დადგება.

[...] თუ საქართველო შებრუნდება ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმისკენ, რამის შეცვლა რთული იქნება.

თუ მოსახლეობის უმეტესობა პროევროპულ გზას უჭერს მხარს, ეს არჩევნებით უნდა დამტკიცდეს, ოპოზიცია უნდა მობილიზდეს, პრიორიტეტი ქვეყნის მომავალი უნდა იყოს და არა საკუთარი პარტიის საკითხი.

თქვა ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, რომელიც თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "გარდამტეხი წელი" ესწრება.

კონფერენციაზე საქართველოს არჩევნებზე და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. ფორმულას თარგმანი.

კომენტარები