რუსული კანონი

პარლამენტის წარმომადგენელი: როგორ გაიგებდით გამოთქმას - შემდეგი გაჩერება ნაღალატევი?

როგორ გაიგებდით გამოთქმას, კარები იხურება, შემდეგი გაჩერება ნაღალატევი, რას ნიშნავს სიტყვა ნაღალატევი? [...]

[...]  შევეცადეთ და შეკითხვები დავუსვით, გამოუყენებია თუ არა სიტყვები: მოღალატე, ღალატი და მინდა სასამართლოს, და არა მხოლოდ სასამართლოს, საზოგადოებას ამოვუკითხო ქალბატონი მარინას მოსაზრებები, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებულა და ამბობს: "რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნების საფრთხის წინ "მაგრამ" და "თუმცა" არ იწერება და ყველა ტექსტი ამ ყველა წესით შერულებული, შეიძლება, ჩანაცვლდეს სიტყვით "ღალატი" და ყველა ასეთი ტექსტის ავტორის მეტსახელია "მოღალატე".

მეტიც, ის ამბობს, რომ "როგორ გვყვარებია თურმე ეს 84 და როგორ გვდომებია მათი გადარჩენა, მოღალატეთა და უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებელია რეესტრი თავად შექმნეს“. თქვენთვის უცხო არის ეს სიტყვები, ქალბატონო მარინა?...

ჩვენ გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ, ვისთან გვაქვს შეხება და ეს ადამიანი რამდენად შესაძლებელია, ობიექტურ დასკვნას აკეთებდეს.

მიმართა რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს.

ქრისტინე კუპრავამ 29 აგვისტოს განხილვისას თქვა, რომ ტერმინ უცხოს უარყოფითი კონოტაცია სულაც არ აქვს და ამის მაგალითად, უცხო ტანსაცმელი" და "უცხო სამკაული" მოიყვანა.

კომენტარები