არ გვაქვს ჩვენ არაფერი გასაყოფი. ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ბოღმა და ზიზღია, დაჭერაზე საუბარი, ანგარიშსწორებაზე საუბარი. არ დაიღალეთ ხალხო? როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩვენ ახლა დიდი შეთანხმება და შერიგება გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და მყისიერად გამოვუშვებთ მიშას საპატიმრო დაწესებულებიდან და ეროვნულ შეთანხმებას მიშა ჩაუდგება სათავეში.
დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ გამარჯვებისკენ.





