დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის აზრით, მკვლელობის მცდელობის დროს იგი ღმერთმა გადაარჩინა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის აზრით, 13 ივლისს მისი მკვლელობის მცდელობის დროს იგი ღმერთმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან Dr. Phil-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რა არის მიზეზი, რის გამოც იგი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, ტრამპმა უპასუხა, რომ "ერთადერთი რამ, რასაც ვფიქრობ ის არის, რომ ღმერთს ჩვენი ქვეყანა უყვარს და ჰგონია რომ ქვეყანას შემოვაბრუნებთ".

"ღმერთი უნდა ყოფილიყო. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ეს იღბალია, როცა [შანსები] 20 მილიონი ერთზეა. უბრალოდ შეუძლებელია, რომ მე იმ პოზიციაში ვიყავი. ერთადერთი პოზიცია იყო, სადაც ის ტყვია ასცდებოდა". - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე უპასუხა, რომ მას ღმერთის სწამს და ფიქრობს, რომ მის გადარჩენაში ღმერთის ხელი ურევია.

კომენტარები