არჩევნები 2024

მეზვრიშვილი: ჩვენი მხარდაჭერის გამო, 2 სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერის გამო, 2 სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეზვრიშვილი ამ ფაქტებს ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ დევნად აფასებს. 

"არჩევნებამდე უკვე დამარცხებულმა, ჩვენი გუნდის აქტიურობით შეშინებულმა ქართულმა ოცნებამ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით დაიწყო. გუშინ, პარტია გახარია საქართველოსთვის მხარდაჭერის გამო, ხონისა და სენაკის სკოლის დირექტორები, მინდია გველებიანი და შორენა შამათავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ადამიანები ადგილზე უპრეცედენტო მხარდაჭერითა და ავტორიტეტით სარგებლობენ. ორივე პოზიციაზე ოცნების პარტიული აქტივი დანიშნეს - ხონში სოფლის რწმუნებულის, სენაკში კი პოლიციის მაღალჩინოსნის ცოლი". - ამბობს მეზვრიშვილი.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, კასპის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის მეუღლე მათი პარტიის ერთ-ერთ წევრს, თათია ბროლაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. 

კომენტარები