ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ბედუინი გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებში 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ გატაცებული და ტყვედ აყვანილი 52 წლის ბედუინი გაათავისუფლეს

IDF-ის მიხედვით, ქაიდ ფარჰან ელკადის გათავისუფლება "ღაზის სექტორის სამხრეთში კომპლექსური ოპერაციის" შედეგად მოხდა. განცხადების მიხედვით, ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროვება არ მომხდარა "ტყვეების უსაფრთხოების, ისრაელის ძალების დაცულობისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით". 

52 წლის ბედუინი ღაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ მერვე გათავისუფლებული მძევალია. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის სამედიცინო შემოწმებებს საავადმყოფოში გადის. 

კომენტარები