არჩევნები 2024

ბოკუჩავა ანტიკორუფციულ ბიუროზე: ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის მორიგი ინსტრუმენტია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ.

"ამ განცხადებების მთავარი მიზანი მუქარაა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ ფულს ეძებს, მაშინ, პირველ რიგში, ისინი იმ უკანონო ქონებას უნდა სწავლობდნენ, რომელიც 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ჩინოვნიკებმა დააგროვეს. იქნება ეს ღარიბაშვილი, კალაძე, პაპუაშვილი თუ სხვები [...] რეალურად, ეს ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის მორიგი ინსტრუმენტია. მაგრამ, ამ ეტაპზე, ამით ის ვერც პარტიებს, ვერც ერთეულ პოლიტიკურ ლიდერებს და ვერც ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს". - თქვა ბოკუჩავამ მთავარი არხის ეთერში.

ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაავალა. ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს. მათ შორის, სიაში იყო ნაციონალური მოძრაობაც.

კომენტარები