რეკლამა

თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება (რ)

22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი - შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.

რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს. 

ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა ასეთია:

  • ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში
  • ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;
  • ღვინის დეგუსტაცია;
  • შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
  • მასტერკლასები;
  • ნიაზ დასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცისქვეშ.

სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს - ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. 

ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის ვიქენდის ჯავშნებზე.

კომენტარები