ტაილანდის კუნძულ ფუკეტზე წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე ადამიანი კი დაშავებულია. დაკარგულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
ფუკეტის გუბერნატორის, სოფონ სუვანარატის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ტალახის მასის ჩამოშლა ბუდას დიდ ქანდაკებასთან მოხდა, რაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.
გუბერნატორის თქმით, დაღუპულებს შორის ორი ტაილანდის მოქალაქეა, ორი რუსეთის, ცხრა კი მიანმარიდან სამუშაოდ ჩასული მიგრანტი.
მისივე ცნობით, მეწყერის შედეგად დაზიანდა 209 საცხოვრებელი სახლი. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.





