დაჭრა

ბრალდებულმა ფონიჭალის ერთ-ერთ კორპუსში ორი პირი დაჭრა - შსს-მ 1 ადამიანი დააკავა

"სქრინი" შსს-ს მიერ გავრცელებული დაკავების ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2005 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრა ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს - 1997 წელს დაბადებულ დ.შ.-ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - წერს შსს განცხადებაში.

უწყება წერს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

24 აგვისტოს მედიებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა იმ კორპუსში მოხდა, სადაც ბერი ნიკოლოზი ცხოვრობს. 

"პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია განცხადებაში.

ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები