ირაკლი კობახიძე

ენმ, გირჩი, დროა, ახალი, ლელო, გახარიას გუნდი - რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, ახალი, გირჩი, დროა, ლელო და გახარია საქართველოსთვის. 

"არის თვითონ ნაცმოძრაობა, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გამოდიან ამ არჩევნებში.

ასევე, თქვენ იცით, რომ კოლექტიურ ნაცმორაობას განეკუთვნება ახალი, გირჩი, დროაყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს აქვს წარსული პირდაპირ დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და ყველა ამ პოლიტიკოსს აქვს თავისი აწმყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან.

ასევე, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის ასეთი გაერთიანება ლელო, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნეს რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი პირდაპირ, ნაცმოძრაობის რეჟიმთან ერთად […]

გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან 4 მუნიციპალიტეტში, ხო? პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები". - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება დასავლეთს საქართველოში ერთპარტიულად დარჩენილ პარლამენტზე და შეუშლის თუ არა ეს ხელს ევროინტეგრაციას, პრემიერი პასუხობს, რომ მოლდოვის პარლამენტის ერთპარტიულობაზე არავინ არაფერს ამბობს და იგივე განმეორდება საქართველოშიც. 

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".

კომენტარები