არჩევნები 2024

მაჭარაშვილი: ივანიშვილი ოჯახური ღირებულებების შენარჩუნების №1 გარანტია

დღეს ვინც მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს იცავს, პირდაპირი გაგებით თავს ესხმიან. ანუ, რეალურად, დღევანდელი მოცემულობით, ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებას კლავს [...] ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ნომერ პირველი გარანტი. და თავისთავად ცხადია, მათ შორის ტერაქტის მცდელობაზე უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ცნობებით, ის საქართველოში ნომერ პირველი სამიზნე იქნება. ამიტომ, უსაფრთხოების წესები უმაღლეს დონეზე დაცული უნდა იყოს.

თქვა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. 

21 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ მცხეთაში რეგიონალური ღონისძიება გამართა. ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას ოცნების სხვა ლიდერებისგან განსხვავებულ ტრიბუნაზე იდგა და მის გარშემო მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.

კომენტარები