ლარი დოლართან 0.35 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.9 თეთრით. 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7099 ლარია, ერთი ევროსი - 3.0196 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.75 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.71 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





