საქართველოს ავიახაზები

GEORGIAN AIRWAYS-ი თბილისიდან ნოვისიბირსკიში ფრენებს იწყებს

საქართველოს ავიახაზები სექტემბრიდან თბილისი-ნოვისიბირსკის ფრენებს იწყებს. რეისები გამოჩნდა როგორც GEORGIAN AIRWAYS-ის, ისე ნოვისიბირკის ტოლმაჩევოს აეროპორტის ვებგვერდზე.

პირველი ფრენა 29 სექტემბერს შესრულდება. რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათსაა ჩანიშნული.

ამ ეტაპზე, GEORGIAN AIRWAYS-ი თბილისიდან მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის მიმართულებით დაფრინავს.

კომენტარები