ესპანეთის პოლიცია კაცს ეძებს, რომელსაც მოსეხონის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის მოედანზე 11 წლის ბიჭის ბასრი საგნით მკვლელობა ედება ბრალად.
ბავშვი თანატოლებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, როცა "კაპიუშონიანი" კაცი თავს დაესხა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 5 000-კაციანი დასახლება სამდღიან გლოვას გამოაცხადებს.
"სევდიანი დღეა. [...] თუკი ყოველი მკვლელობა მტკივნეულია, რამდენად უფრო მტკივნეულია უდანაშაულო ბავშვის მკვლელობა, რომელიც ამ დილით თავის მეგობრებთან ფეხბურთს თამაშობდა". - თქვა მოსეხონის მერმა, კონსეპსიონ სედილიომ ჟურნალისტებთან საუბრისას
კასტილია-ლა-მანშის რეგიონში ესპანეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მილაგროს ტოლონმა X-ზე დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს და ქალაქის მოსახლეობას მიუსამძიმრა.
"სამოქალაქო გვარდიამ დამნაშავის დასაჭერად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო". - დაწერა ტოლონმა.
ბრალდებულის ძიებისთვის პოლიცია ვერტმფრენებსაც იყენებს.