ისრაელი

თელ-ავივში სატვირთო მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Magen David Adom

18 აგვისტოს თელ-ავივში სატვირთო მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა. ინფორმაცია 60 წლამდე მამაკაცის დაღუპვის შესახებ თელ-ავივის პოლიციამ და მედიკოსებმა დაადასტურეს

პოლიციის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი სატვირთო მანქანას მართავდა. პოლიცია ამ დრომდე იძიებს აფეთქების მიზეზსა და მოტივს. კრიმინალურ მოტივაციასთან ერთად, პოლიცია უშვებს, რომ ეს შესაძლოა ტერორისტული აქტის მცდელობა იყო. საქმის გამოძიებაში ჩართულია შინ ბეთიც. 

მოგვიანებით პოლიციის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული. 

კომენტარები