ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ბაიდენი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Eric Lee/The New York Times

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესი დადებითად მიმდინარეობს

"იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. [...] ის არ არის დასრულებული, თუმცა, ბევრად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე სამი დღის წინ" – თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში შეთანხმების საბოლოო დეტალებზე შესათანხმებლად გაემგზავრება. 

აშშ-ის პრეზიდენტი ირანისგან მომდინარე საფრთხესაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ არავინ არ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რაც ძირს გამოუთხრის ამ ამ პროცესს.

9 აგვისტოს აშშ-მ, ეგვიპტემ და კატარმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც ისრაელს და ჰამასს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევალთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. 

15 აგვისტოს დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა აშშ-ის, ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა მიიღეს.  ჰამასმა მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ცალკე შედგა შეხვედრები ჰამასს და კატარელ და ეგვიპტელ მედიატორებს შორის. პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ ტყვეების გაცვლასა და ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, თუ ისრაელის ჯარები სრულად არ დატოვებენ ღაზის სექტორს. 

 

 

კომენტარები