ბელარუსი

ლუკაშენკომ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის გაგზავნის ბრძანება გასცა

ალექსანდრ ლუკაშენკო
AP

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა.

გომელისა და მოზირის ოლქებში, რომლებიც კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ესაზღვრება ისკანდერის ტიპის რაკეტები და პოლონეზის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები განთავსდება.

ბელარუსის პრეზიდენტის განკარგულებას მცირე დროში გამოეხმაურა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი:

"შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გომელისა და მოზირის მიმართულებით სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერება ბრძანა".

ბრძანების გაცემამდე რამდენიმე საათით ადრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 9 აგვისტოს, საჰაერო ძალებმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონები გაანადგურეს.

კომენტარები