ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსის საჰაერო სივრცეში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
"გუშინ (9 აგვისტოს), 18:10 საათზე, უკრაინის საჰაერო სამხედრო ძალები სრული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქცევის ყველა წესი დაარღვია და ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამიტომ საჰაერო თავდაცვის სისტემები სამიზნეების გასანადგურებლად საბრძოლო რეჟიმზე გადავიდა. ასეთი სამიზნე ათამდე იყო". – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, იმავე დღის 19:00 საათზე, საჰაერო ძალებმა რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.
"ღამე და გამთენიისას, ვეძებთ განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევებს". – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკოს განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან არავინ გამოხმაურებია.





