გამოცემა აჭარა თაიმსის ცნობით, ბათუმში სროლის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი არის დაჭრილი. შემთხვევა კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა.
ვიდეოებში, რომლებიც გამოცემამ გაავრცელა, ისმის, რომ ადამიანები სავარაუდოდ, დაჭრილისთვის სასწრაფოში რეკავენ. ასევე, ხანმოკლე კადრში ჩანს, რომ ძირს დავარდნილ ადამიანს უვლიან, რომელიც სავარაუდოდ დაჭრილია.
ინტერპრესნიუსის ცნობით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ტაბულამ მომხდართან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად შსს-თან დაკავშირება სცადა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





