რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ერთ ღამეში რუსეთის 30-ვე შაჰედი ჩამოაგდო

Українська Правда 

7 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინაზე შაჰედის ტიპის 30 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა, უკრაინამ 30-ვე ირანული შაჰედის ჩამოგდება მოახერხა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავის ტელეგრამ გვერდზე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

"საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი კიევის, ხმელნიცკის, ვინიცას, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერკასის რეგიონებში ჩამოაგდეს". - წერს ოლეშჩუკი.

ოლეშჩუკის ცნობით,გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინაზე იერიში რუსეთში მდებარე  პრომორსკო-ახტარსკისა და იერსკის ტერიტორიიდან მიიტანეს.

მტრის დრონების ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლო ჯგუფები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და საჰაერო ძალების რადიოელექტრონული დანაყოფები.

კომენტარები