მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ზურაბიშვილზე: ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს ჩემს გაჩუმებას

მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა.

ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში გამართული პრესკონფერაცნიის დროს მიხეილ სააკაშვილზე თქვა, რომ "დღეს აქტუალური არ არის". 

კომენტარები