სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.
შამბა 2020 წლიდან თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. მისი პოსტი რაულ ლოლუამ დაიკავა.
ბჟანიამ შამბას წინამორბედი ინალ არძიმბა 2024 წლის 7 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სერგეი შამბა 1997-2004 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2004 წელს თანამდებობა დატოვა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე იყარა კენჭი, დამარცხების შემდეგ დაუბრუნდა ძველ პოსტს. 2010-2011 წლებში იყო სეპარატისტული ხელისუფლების პრემიერმინისტრი.