საქართველო-აშშ

კობახიძე $95 მილიონზე: დღემდე მე ვერ გავარკვიე, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა

დღემდე მე ვერ გავარკვიე, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა - ამაზე ინფორმაცია ვერ მივიღე. დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. 

ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, რომ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. 

[...] მე მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე. ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს.

კომენტარები