მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 2 აგვისტოს მიწისძვრის განგაშის სიგნალიზაცია შემთხვევით ჩაირთო. ქვეყნის სეისმური სამსახურის ინფორმაციით, განგაში შეცდომამ გამოიწვია.
განგაშის სიგნალიზაციის ჩართვისთანავე მოსახლეობამ სამუშაო ადგილები და საცხოვრებლები დატოვა. ქუჩაში გამოსულ ადამიანებს სეისმურმა სამსახურმა მალევე შეატყობინა, რომ სიგნალიზაციის მიუხედავად, მექსიკაში დიდი მიწისძვრა არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ მეხიკოს მერმა, მარტი ბატრესმა თავდაპირველად X-ზე დაწერა, თითქოს მიწისძვრა მექსიკის დედაქალაქის სამხრეთ და ცენტრალურ უბნებში იგრძნობოდა, მაგრამ პოსტი მალევე წაშალა.