არჩევნები 2024

ბობოხიძე: ვეცდებით მსჯელობის გამართვას ყურადღების მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ მოთამაშეებთან

არსებული რეალობის ფარგლებში, რომელშიც ამ წუთში აღმოვჩნდით, ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმ საპასუხისმგებლო საქმისთვის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საქმისთვის, რომელსაც სამწუხაროდ, ყველამ ერთად ვერ ვუპასუხეთ.

გარდა მსხვილი პოლიტიკური პარტიებისა, არსებობს ასევე სხვა პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა ხალხს. ჩვენ ვეცდებით ამ ადამიანებთანაც, პარტიებთანაც გარკვეული მსჯელობის გამართვას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი როლი იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ და უფრო მეტიც, ხელი შევუწყოთ ქართული ოცნების დამარცხების, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ფორმულას ეთერში.

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია ევროპული საქართველო დატოვეს.

კომენტარები