რეალურად, კაკო ბობოხიძე არ ამბობს ერთ რამეს - რაც მას რეალურად აწუხებს. როდესაც თბილისის შედეგები გაირკვა და გაირკვა, რომ 66% ვერ მოაგროვეს, რასაც ცდილობდნენ, ტირილი დაიწყო, ტანტრუმი მოაწყო პირდაპირ პარტიაში, რადგან მან პოლიტსაბჭოზე დაკარგა კონტროლი. მან არ მიიღო არჩევნების შედეგები და მან დაიწყო გიგას შანტაჟი, რომ პოლიტსაბჭოში უნდა შენარჩუნებულიყო სტატუს-კვო და არ ასახულიყო პრაიმერიზის შედეგები, თუ არადა პარტიას აუჯანყებდა არჩევნების წინ.
კაკომ ყოველთვის იცის, რომ გიგა პასუხისმგებლიანი ადამიანია და ყოველთვის თავის თავზე მაღალი ამოცანებიდან მოქმედებს, ამით სარგებლობდა რეალურად, როდესაც იდგა და ააშანტაჟებდა ამ ყველაფრით.





