თურქეთი

თურქეთი Instagram პლატფორმაზე წვდომას ბლოკავს

REUTERS/Dado Ruvic

თურქეთი ქვეყნის მასშტაბით სოციალურ ქსელ Instagram-ზე წვდომას ბლოკავს. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ორგანომ (BTK) 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ გვერდზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ 31 ივლისს თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა, ფაჰრეტინ ალთუნმა, Instagram-ის პლატფომა ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიკვდილისთვის მიძღვნილი პოსტების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

"ეს ცენზურაა, წმინდა და მარტივად" -  დაწერა თავის X-ზე ალტუნმა და დაამატა, რომ ინსტაგრამს ეს ქმედება რაიმე დარღვევით არ დაუსაბუთებია.

კომენტარები