საქართველო-აშშ

ოდიშარია ბლინკენზე: პირობების, გამოცდების წლები გვაქვს, არ დასრულდა ჩვენი აბიტურიენტობა

დასანანია და გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასეთი ტიპისა და შინაარსის განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, უწყვეტს საქართველოს მთავრობას პირდაპირ დახმარებას, 95 მილიონს, თითქოს ეს დახმარება საქართველოს მთავრობას სახლში მიქონდა ან ქართული ოცნების ხელისუფლება ერთმანეთში ინაწილებდა.

ყველა, ნებისმიერი ცენტი, რომელიც მოემართებოდა საქართველოს ხელისუფლებისაკენ, ბუნებრივია, ქართველ ხალხს ხმარდებოდა, განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისგან, რომელსაც ავაზაკი NGO-ები სახლში მიარბენინებენ ან იყენებენ ლგბტ პროპაგანდისთვის და რევოლუციების მოწყობისათვის...

...ეს წლები ჩვენ გვაქვს პირობების, საფეხურების, გამოცდების, არ დასრულდა ე.ი. ჩვენი აბიტურიენტობა ამ პროცესში. თქვენ თუ გინდათ, თქვათ, რომ "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს“, ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არ არის თავსებადი. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო...

...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მადლიერები ვართ, ეს არ არის ამერიკის ხელისუფლების მიერ გენერირებული ფული, ეს არის გადასახადის გადამხდელთა ფული. ისევე, როგორც ამ ფულს ქართული ხელისუფლება კი არ მოიხმარს, ახმარს ქართველ ხალხს. განსხვავებით NGO-სთვის გამოყოფილი საოცარი ნაკადებისა, რომელსაც პირდაპირ "ხაფავენ" და მავნებლობისათვის იყენებენ.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია პალიტრანიუსის ეთერში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე.

კომენტარები