საქართველოს მთავრობა

კობახიძე: ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" თოჯინა და მარიონეტია, მეტი როლი არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს.

მეტი რესურსიც არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რასაც ეტყვიან, პირდაპირ იმას გაიმეორებს. ის დიდი ხანია, აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდი ხანია, არის "ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დატოვა "ნაცმოძრობამ“, მიუხედავად კონსტიტუციის აღიარებული დარღვევისა/

შესაბამისად, ის ჩვეულებრივი მარიონეტივით იმოქმედებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვინ არის და რა არის, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, აქედან გამომდინარე, მის არცერთ განცხადებას არავითარი ფასი არ ექნება.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იმედი LIVE-ში.

კომენტარები