ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

IDF: პატიმრის მიმართ სავარაუდო სასტიკი მოპყრობისთვის 9 ჯარისკაცია დაკავებული

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, დაკავებულია ცხრა სამხედრო, რომლებიც პატიმრის მიმართ, სავარაუდო სასტიკ მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილები.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, სავარაუდო დანაშაული ერთ-ერთ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ღაზაში მიმდინარე ომის დროს დაკავებული პალესტინელები იყვნენ მოთავსებულები. ისრაელური მედიის ცნობით, დაკავებული, რომელსაც ისრაელელი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პალესტინელია.

ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა AFP-ს დაუდასტურა, რომ დაკავებულია 9 ჯარისკაცი და ისინი გადაყვანილნი არიან დაკითხვაზე.

IDF-ის თქმით, "დაკავებულის მიმართ სასტიკი მოპყრობის" სავარაუდო შემთხვევაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამხედრო პოლიცია ათი ჯარისკაცის დაკავებას ცდილობდა, რომლებიც ღაზაში მიმდინარე ომის დროს დაკავებულებს დარაჯობდნენ. მეათე ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

კომენტარები