რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ინფორმაციას პუტინის ოფიციალური პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა და ასადმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
"სამწუხაროდ, არსებობს ტენდენცია მოვლენების ესკალაციისკენ, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს პირდაპირ ეხება სირიასაც". - ეუბნება პუტინი ასადს.
ასადმა რუსეთ-სირიის ახლო დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა და ქვეყნებს შორის არსებული ნდობა აღნიშნა და თქვა, რომ მათი შეხვედრა "ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ევრაზიის რეგიონში განვითარებული მოვლენები, შესაძლო პერსპექტივები და სცენარები დეტალურად განიხილონ".
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს, 24 ივლისს შედგა.