ლარი დოლართან 0.9 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.33 თეთრით. 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7152 ლარია, ერთი ევროსი - 2.9446 ლარი.
- თურნავა ლარის გაუფასურებას "არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს" უწოდებს
- კობახიძე: მადლობა ნათია თურნავას, ეფექტიანად მართა პროცესი და უზრუნველყო ლარის სტაბილურობა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





