კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის 24 საათზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა, 50 მილიონი დოლარი აგროვდა.
BBC-ის ცნობით, 21 ივლისის ღამეს ათასობით შავკანიანი ქალი Zoom-ის შეხვედრაში კამალა ჰარისის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ერთ-ერთი ორგანიზაციის Win With Black Women-ის ცნობით, მათ 1.5 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს. მათი ცნობით, Zoom-ში შეხვედრას 44 000 ქალი ესწრებოდა.
ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის კენტუკის შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშარმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გაავრცელა და დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
"მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს". - განაცხადა მან.





